logo
ENG



ირაკლი კობახიძე:ეკა ბესელია ნაციონალური მოძრაობის ღია ქომაგი გახდა

24 ივნ 202014:21
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტში დღეს სასამართლოში კლანური მმართველობის აღიარებასთან დაკავშირებით, რეზოლუციას უყრიან კენჭს. რეზოლუციის ავტორი იურისტების დამოუკიდებელი ჯგუფია, საკანონმდებლო ორგანოში კი, მისი ინიცირება დეპუტატებმა: ეკა ბესელიამ, ზვიად კვაჭანტირაძემ და ნატო ჩხეიძემ მოახდინეს.

რეზოლუციას მმართველი გუნდის მხარდაჭერა არ ექნება. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დეპუტატი ეკა ბესელია გააკრიტიკა და მას „ნაციონალური მოძრაობის“ ქომაგი უწოდა.

„ყველამ ვიცით, რომ არის სპეკულაციური პროექტი. ჩვენ ვიცით, რომ ბესელია გახდა უკვე ძალიან ღია ქომაგი „ნაციონალური მოძრაობის“, მათ შორის გიორგი რურუასი, უგულავასი და სხვების, ზოგადად იმ ადამიანების, რომლებიც ყველაზე მძიმედ არიან დაკავშირებული „ნაციონალური მოძრაობის“ კრიმინალურ პოლიტიკურ წარსულთან. აქედან გამომდინარე, მისგან არ გვიკვირს ასეთი სპეკულაციური დადგენილების პროექტის ინიცირება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


close დახურვა