logo
ENG



ირაკლი კობახიძე:ოპოზიციას კულტურა არ გააჩნია, ის სახედაკარგული და სასოწარკვეთილია

11 ივნ 202012:50
3 წუთის საკითხავი
 

„ოპოზიცია სახედაკარგული და სასოწარკვეთილია,“ - ასე უპასუხა დღეს ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას და თქვა, რომ განცხადებები, რომელსაც ის ოპოზიციის მისამართით აკეთებს, არის მხოლოდ და მხოლოდ პარტიულ აქტივში ქულების დაწერა. აქედან გამომდინარე ის სერიოზულად არ აღიქვამს ოპოზიციის განცხადებებს. 

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ მისგან განსხვავებით ოპოზიციას არც სამეცნიერო ხარისხი და არც კულტურა არ გააჩნია.

„ოპოზიციას არც სამეცნიერო ხარისხი და არც კულტურა არ გააჩნია. ამიტომ გავაკეთე გუშინ  ის განცხადება, რომელიც გავაკეთე. ოპოზიცია მთლიანად დაკარგული და სასოწარკვეთილია, ამით არის განპირობებული მათი ყველა მცდარი ნაბიჯი, რომელიც განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში გადაიდგა. ისინი განწირულნი არიან 31 ოქტომბრის არჩევნებში მარცხისთვის. მე ვარ ადეკვატური, პირდაპირი და ზუსტად ვაფასებ იმ რეალობას, რომელიც დღეს ქართუ პოლიტიკაშია ჩამოყალიბებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ოპოზიცია ძროხას მიამსგავსა და თქვა, რომ ოპოზიცია ხარზე მეტად ძროხას ჰგავს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ოპოზიციას ადგილი ჰქონდეს მიჩენილი, ამიტომ მათთვის წითელი ნაჭრის ფუნქციას შეასრულებს.

 


close დახურვა