logo
ENG



ირაკლი ოქრუაშვილი: 9 ივნისს ჩემი სასამართლო ჩაინიშნა

29 მაი 202110:26
3 წუთის საკითხავი
 

ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, 9 ივნისს მისი სასამართლო პროცესი ჩაინიშნა. გამარჯვებული საქართველოს ლიდერმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

კრუაზეტზე სეირნობა დიდხანს არ გაგიტკბეს და დროზე ჩამოდი, 9 ივნისს სასამართლო პროცესი ჩაგინიშნეთო. ერთხელ წყნარად ვერ წავედი საზღვარგარეთ ამათი გადამკიდე", - წერს პოლიტიკოსი.

ირაკლი ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე  ​სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. ოქრუაშვილი მაშინ შს მინისტრი იყო. იმავე საქმეზე ბრალი აქვს წარდგენილი ზურაბ ადეიშვილსაც. 

ოქრუაშვილის საქმის წარმოება თებერვალში განახლდა.

ყოფილი მინისტრის საქმე მოხსენიებული იყო Freedom House-ის ბოლო ანგარიშში საქართველოს შესახებ. სასამართლო და მართლმსაჯულების სისტემაზე საუბრისას საერთაშორისო ორგანიზაცია ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ პროცესებზე დამკვირვებლები კონკრეტულ შემთხვევებში პოლიტიკურ მოტივებზე მიანიშნებდნენ. 

 


close დახურვა