logo
ENG



ირაკლი ფირცხალავა მოლდოვაში არ შეუშვეს

23 დეკ 202321:16
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/23/tktxnwghtdg96vm.jpg

მომღერალი ირაკლი ფირცხალავა მოლდოვაში არ შეუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვის სასაზღვრო პოლიციის პრესმდივანი, რაისა ნოვიცკი ადასტურებს.

ნოვიცკის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, 39 მოქალაქეს მოლდოვაში შესვლაზე უარი უთხრეს, რადგან მისი თქმით, ისინი ქვეყანაში შესვლის პირობებს არ აკმაყოფილებდნენ.

მედიის ინფორმაციით, ფირცხალავა ქალაქ ბელციში, საახალწლო კონცერტზე უნდა გამოსულიყო.

ცნობისთვის, ირაკლი ფირცხალავა რუსეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს.


close დახურვა