logo
ENG



ირაკლი ღარიბაშვილი 21-23 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვევა

20 აგვ 202121:55
3 წუთის საკითხავი
 
ირაკლი ღარიბაშვილი 21-23 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვევა

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 21-23 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვევა. 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 21 აგვისტოს ღარიბაშვილს უკრაინელი კოლეგას, დენის შმიგალს, 22 აგვისტოს კი - უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

"უკრაინის მინისტრთა კაბინეტში ირაკლი ღარიბაშვილისა და დენის შმიგალის პირისპირ შეხვედრა გაიმართება, რის შემდეგაც მოლაპარაკებები, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-ინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვს შეხვდება.

ირაკლი ღარიბაშვილი გვირგვინით შეამკობს უცნობი ჯარისკაცის საფლავს და ჰოლოდომორის მემორიალზე პატივს მიაგებს დაღუპულთა ხსოვნას.

23 აგვისტოს ღარიბაშვილი სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს ყირიმის პლატფორმის სამიტში, რომლის ფარგლებში ერთობლივი დეკლარაცია შემუშავდება.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერმინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან", -  ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.


close დახურვა