ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილი დანიშნა.
მან დავით ზალკალიანი შეცვალა, რომელიც აშშ-ში საქართველოს ელჩი ხდება.
"ჩვენ დღეს ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ამ სიტუაციაში, ბუნებრივია, საჭიროა აქტიურობა და ამ გზაზე გვჭირდება შემართებით მუშაობა და ყველა სტრატეგიული მიზნის განხორციელება". - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა ილია დარჩიაშვილის წარდგენისას.
"ჩვემთვის დიდი პატივია და დიდი პასუხისმგებლობა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი თითოეული დიპლომატი დიდი შემართებით გააგრძელებს ჩვენი საუკეთესო ინტერესების დაცვას". - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
ილია დარჩიაშვილი 2021 წლიდან ამ დრომდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა. 2017-2021 წლებში ის იიყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთში.