საპროკურორო საბჭომ ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი უმრავლესობით დაუჭირა.
მიუხედავად იმისა, რომ შოთაძის სახელს არაერთი გახმაურებული საქმე უკავშირდება, მმართველი გუნდი მის გენერალურ პროკურორად მეორე დაბრუნებაში პრობლემას ვერ ხედავს.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ირაკლი შოთაძე ივანიშვილის კანდიდატია და მისი თანამდებობაზე დანიშვნის გადაწყვეტილება სწორედ პირადად მან მიიღო. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ყველა ინსტიტუტი, სადაც სიმართლის პოვნა შეიძლება ივანიშვილისთვის სანდო კადრებით დაკომპლექტდა.
სანამ ირაკლი შოთაძე მის მთავარ საგამოძიებო უწყებაში მეორედ დაბრუნდება მას „ოცნების“ გუნდის საკანონმდებლო მხარდაჭერა სჭირდება. უმრავლესობა არ მალავს, რომ შოთაძის კანდიდატურას ერთსულოვნად დაამტკიცებს.
იმ შემთხვევაში თუ ირაკლი შოთაძე, ამჯერად უკვე მეორედ უხელმძღვანელებს მთავარ საგამოძიებო უწყებას, ის იქნება „ოცნების“ ხელისუფლების რიგით მეექვსე პროკურორი. 2012 წლის შემდეგ ყველა მთავარი პროკურორი, ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი და მასთან დაახლოებული პირი იყო.