ქობულეთის მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა. ამ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი ავრცელებს.
"დღეისთვის 251 შემთხვევაა დაფიქსირებული მთელ საქართველოში და ამასთან რამდენიმე დაფიქსირდა აჭარის რეგიონში. დადგინდა რომ ამ შემთხვევაში იყო საკმაოდ ფართო წრე. ქობულეთის მუნიციპალიტეტში, კერძოდ: გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვაში და წყავროკაში შემოდის სპეციალური რეჟიმი და მკაცრი საკარანტინო რეჟიმი წესდება", - აღნიშნა ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, დასახელებულ ტერიტორიებზე შესვლა და გამოსვლა იკრძალება.
"ამ ერთეულებში აკრძალულია შესვლა და გამოსვლა. ადგილზე ამ რეჟიმის აღსრულებას უზურნველყოფს შსს-სა და თავდაცვის ძალები. მოქალაქეებს სახლიდან გამოსვლა შეეძლებათ მხოლოდ პროდუქტის, მედიკამენტის შეძენის შემთხვევაში. მათ ექნებათ საშუალება განახორციელონ სასოფლო სამედიცინო სამუშაოები, თუ დაიცვენ პროტოკოლს", - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
ცნობილია, რომ ჯადანცვის სამინისტროს უკვე დაწყებული აქვს ქობულეთის კლასტერის მოძიება და მოკვლევა. მოსახლეობას ეტაპობრივად ჩაუტარდება თერმოსკრინინგი.