logo
ENG



ირანის საგარეო: ირანი რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას არ აღიარებს

20 იან 202300:32
3 წუთის საკითხავი
clock 432
2023/01/20/b1rdcyq3su19wse.jpg

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი აცხადებს, რომ ირანი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის მიერ ანექსიას არ აღიარებს.

ამის შესახებ მან TRT World-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„ჩვენ ომსა და უკრაინელი ხალხის იძულებითი გადასახლებას ვეწინააღმდეგებით. მეორე მხრივ, ჩვენ ვაღიარებთ ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო სამართლის მიერ დადგენილ საზღვრებში და ამ მიზეზით, მიუხედავად თეირანსა და მოსკოვს შორის შესანიშნავი ურთიერთობებისა, ჩვენ არ ვაღიარეთ უკრაინისგან ყირიმის გამოყოფა.

ჩვენ არ ვაღიარეთ ლუჰანსკისა და დონეცკის უკრაინისგან გამოყოფა, რადგან ჩვენ ვერთგულობთ ჩვენს მუდმივ პრინციპს საგარეო პოლიტიკაში. როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ომი არაა გამოსავალი უკრაინაში, ჩვენ ამას ვგულისხმობთ და ჩვენ ამას ვეყრდნობით“ - განაცხადა ამირ-აბდოლაჰიანმა.

ირანი რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში ე.წ კამიკაძე დრონებს აწვდის. რუსეთის სამხედრო მხარდაჭერის გამო აშშ-მ, ევროკავშირმა და სხვა დასავლურმა ქვეყნებმა ირანს სანქციები დაუწესეს.


close დახურვა