logo
ENG



ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში რეფორმისტმა კანდიდატმა გაიმარჯვა

06 ივლ 202412:18
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/06/j6x1g3il5z9cmub.png

ირანის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რეფორმისტმა კანდიდატმა, მასუდ ფეზეშქიანმა გაიმარჯვა. არჩევნებში 30 მილიონზე მეტი ამომრჩეველი მონაწილებდა, საიდანაც ხმების 53%-ზე მეტი მან მიიღო.

საპრეზიდენტო არჩევნებში ფეზეშქიანის კონკურენტი მკაცრი ხაზის ყოფილი მიმდევარი, საიდ ჯალილი იყო.

ირანში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს ჩატარდა, თუმცა პირველმა ტურმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა. ამიტომ მეორე ტური დაინიშნა, რომელიც 5 ივლისს გაიმართა.

საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე ფეზეშქიანის მხარდამჭერები თეირანისა და სხვა ქალაქების ქუჩებში გამოვიდნენ და გამარჯვება წინასწარ იზეიმეს. 

69 წლის კარდიოქირურგი და ირანის პარლამენტის წევრი, მასუდ ფეზეშქიანი ამომრჩევლებს ერთიანობასა და ირანის მსოფლიოსგან იზოლაციას დაჰპირდა.

კენჭისყრისთვის ორივე კანდიდატს შემოწმების პროცესი უნდა გაევლო, რომელსაც მეურვეთა საბჭო მართავს. ეს არის ორგანო, რომელიც 12 სასულიერო პირისა და იურისტისგან შედგება - ისინი ირანში მნიშვნელოვან ძალაუფლებას ფლობენ.

საპრეზიდენტო არჩევნები ირანში პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის ავიაკატასტროფაში დაღუპვის გამო დაინიშნა.

 

 

 


close დახურვა