logo
ENG



ირანისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს აშხაბადში შეხვდნენ

11 ოქტ 202418:18
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/11/wvvmadw33w7hafr.jpg

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში შეხვედრა გამართეს

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა შეხვედრის წინ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოლაპარაკებები ორმხრივ ურთიერთობებზე იქნებოდა ფოკუსირებული.

პუტინმა სხვადასხვა საერთაშორისო საკითხებში რუსეთსა და ირანს შორის თანასწორობას ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანა ხშირად გლობალურ მოვლენებთან დაკავშირებით ერთნაირ პერსპექტივას იზიარებს.

"ირანთან ურთიერთობა ჩვენთვის პრიორიტეტია და ისინი ძალიან წარმატებულად პროგრესირებენ", - განაცხადა პუტინმა.

ეს ფეზეშქიანის და პუტინის პირველი შეხვედრაა, შემდგომი მოლაპარაკება დაგეგმილია 22-24 ოქტომბერს რუსეთის ქალაქ ყაზანში, სადაც ბრიკსის სამიტი გაიმართება.

 

 


close დახურვა