logo
ENG



ირანმა აფეთქებაში ეჭვმიტანილი 11 ადამიანი დააკავა

05 იან 202423:02
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/05/4ujswpqwjzx5i3p.jpg

ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აფეთქებაში ბრალდებული 11 ადამიანი დააკავეს. გენერალ ყასემ სოლეიმანის მოკვლის წლისთავზე ორი აფეთქების შედეგად 100 ადამიანი დაიღუპა.

აფეთქებები რეგიონში დაძაბუბლი ვითარების ფონზე მოხდა, როდესაც ისრაელსა და ჰამასს შორის ომი თითქმის სამი თვეა გრძელდება.

სოლეიმანი ოთხი წლის წინ ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა.

ირანის "ჩრდილოვანი მეთაურის" სახელით ცნობილი სოლეიმანი, რომელიც 1998 წლიდან ხელმძღვანელობდა ყუდსის ძალებს, იყო ირანის სამხედრო ოპერაციების განმახორციელებელი ერაყსა და სირიაში.

კერმანში განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

ირანის სადაზვერვო სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ უსაფრთხოების ძალებმა ორი ადამიანი დააკავეს კერმანში თვითმკვლელი ტერორისტების მხარდაჭერისთვის და ცხრა ადამიანი ირანის სხვა რეგიონებში, რომლებიც ეჭვმიტანილები იყვნენ ინციდენტთან კავშირში.


close დახურვა