logo
ENG



ირანში მოჭიდავე ნავიდ აფკარი სიკვდილით დასაჯეს

12 სექ 202015:38
3 წუთის საკითხავი
 

12 სექტემბერს, ირანელი მოჭიდავე, ნავიდ აფკარი, რომელსაც არაერთი საერთაშორისო უფლებადამცველი და აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოესარჩლა, სიკვდილით დასაჯეს.

ნავიდ აფკარს სახელმწიფო 2018 წელს, ანტისამთავრობო მსვლელობის დროს ადამიანის მკვლელობაში ადანაშაულებდა.

მოჭიდავე ბრალს უარყოფდა და აცხადებდა, რომ აწამებდნენ და აიძულებდნენ, ეღიარებინა დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია.

ჭიდაობაში ირანის მრავალგზის პრიზიორს და ნაკრების წევრს, ნავიდ აფკარს სასამართლომ განაჩენი 4 სექტემბერს გამოუტანა. მანამდე ის 74-ჯერ უნდა გაეროზგათ. აფკარი სიკვდილით 12 სექტემბერს დასაჯეს.

მანამდე აშშ-ს პრეზიდენტმა,  დონალდ ტრამპმა ირანის ლიდერებს შემდეგი ტექსტით მიმართა:

"გავიგე, რომ ირანი აპირებს სიკვდილით დასაჯოს ჭიდაობის დიდი და პოპულარული ვარსკვლავი, 27 წლის ნავიდ აფკარი, რომლის ერთადერთი "დანაშაული" ანტისამთავრობო დემონსტრაციაში მონაწილეობა იყო. ისინი აპროტესტებდნენ "ქვეყნის სიტუაციის გაუარესებასა და ინფლაციას". მივმართავ ირანის ლიდერებს, დიდად მადლობელი ვიქნები, თუ დაინდობთ ამ ახალგაზრდა კაცის სიცოცხლეს და მას სიკვდილით არ დასჯით".

ნავიდ აფკარის გარდა, სასამართლომ განაჩენი გამოუტანა მის ორ ძმას -ერთ-ერთს - 54 წლით პატიმრობა მიესაჯა, ხოლო მეორეს - 27 წლით.

მათ მიმართ წარდგენილი 20 ბრალდებაას შორის ეროვნული უსაფრთხოების შერყევის მცდელობა და ირანის უზენაესი ლიდერის - აიათოლა ალი ხამენეის შეურაცხყოფაც იყო. 

 


close დახურვა