logo
ENG



ირმა ინაშვილმა აფხაზების მიერ ენგურზე დატოვებული ხატი უკან დაიბრუნა

07 სექ 202023:54
3 წუთის საკითხავი
 
3rh33b77pf6e6d2.png

ილორის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ოკუპირებულ აფხაზეთში ჩაიტანა და რომელიც აფხაზებმა ენგურის ე.წ. გამშვებ პუნქტზე დატოვეს, ისევ ოფიციალური თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა. 

ხატს მამაოებისა და მრევლის პროცესია მოჰყვებოდა და ამას თავად პოლიტიკოსიც ესწრებოდა. მან შესაბამისი ფოტოები Facebook-ის პირად გვერდზე გაავრცელა. 

"ილორის ღვთისმშობელი გადმოვაბრძანეთ, ამიერიდან ეს ხატი, რომელიც თავად დევნილობაში აღმოჩნდა, იქნება დევნილთა შემწე ... გიხაროდენ! არასდროს დამავიწყდება ეს დღე", - წერს ირმა ინაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ პატრიოტთა ალიანსის ლიდერები ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდნენ. პარლამენტის დეპუტატებმა რეგიონში ჩასვლის შესახებ ინფორმაცია დამალეს. გარკვეული დროის შემდეგ ინფორმაცია მედიაში გავრცელდა. მოგვიანებით ე.წ. აფხაზი ვეტერანების ორგანიზაცია არუაამ თქვა, რომ დეპუტატები დე ფაქტო პრეზიდენტის თანაშემწეს, ლაშა საყანიას შეხვდნენ. საყანიას თქმით, პატრიოტთა ალიანსის ლიდერები რეგიონში ხატის ჩასატანად იმყოფებოდნენ.

პატრიოტთა ალიანსის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, ილორის ტაძარში ჩატანილი ხატი მდინარე ენგურთან მიიტანეს და ე.წ გამშვებ პუნქტთან, საწყობში შეინახეს

 


close დახურვა