პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, ილორის ტაძარში ჩატანილი ხატი მდინარე ენგურთან მიიტანეს და ე.წ გამშვებ პუნქტთან, საწყობში შეინახეს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ეკლესიამ პატრიოტთა ალიანსის ნაჩუქარ ხატზე უარი 27 აგვისტოს თქვა.
პატრიოტთა ალიანსის ლიდერები, ირმა ინაშვილი და გიორგი ლომია ოკუპირებულ აფხაზეთში 18 აგვისტოს იყვნენ. ისინი დეფაქტო პრეზიდენტის, ალსან ბჟანიას თანაშემწს, ლაშა საკანიას შეხვდნენ. ინაშვილმა თქვა, რომ მათ " ილორის ტაძარში ღვთისშობლის ხატი დააბრძანეს".
აფხაზეთში რამდენიმე არაღიარებული საეკლესიო დაჯგუფება არსებობს. მათ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრები მიითვისეს.
ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის ეპარქია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ექვემდებარება.