თბილისის მერი კახა კალაძე ალეკო ელისაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, მმართველი გუნდის გენერალური მდივანი ოპოზიციაში გადაცვლას აპირებს.
კალაძე ელისაშვილის ამ განცხადებას ბინძურ ბრალდებას უწოდებს.
"ამ სისულელეზე საერთოდ ღირს თუ არა პასუხის გაცემა?! ვცდილობ ყოველთვის იმ ბრალდებებზე, შაურაცხყოფებზე რაც ისმის, ელისაშვილის მსგავსი პოლიტიკოსების მხრიდან ჩემი მისამართით, ვიყო თავშეკავებული. პირველ რიგში ჩემ თავს არ ვაკადრებ ვუპასუხო ის, რისი ღირსიც არის ბატონი ელისაშვილი, ჩემ თავს ვცემ პატივს. მის ოჯახს ვცემ პატივს, იმიტომ რომ ბატონი ელისაშვილი არის უბინძურესი ადამიანი, რაც კი შეიძლება წარმოიდგინოს ადამიანმა. არანაირი დაპირისპირება გუნდში არ არის და ამას 2020 წლის არჩევნებზე ვაჩვენებთ“, - აღნიშნა კალაძემ.
ელისაშვილის ამ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძეც ეხმაურება და ამას ხუმრობად აფასებს.
"მგონი ხუმრობის ხასიათზე ხართ დამდგარი. ღიმილსაც თავის ზღვარი ზღვარი აქვს და ხარხარს ნუ ამატეხინებთ", - ამბობს დეპუტატი.
შეგახსენებთ, ელეკო ელისაშვილმა სკანდალური განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც, თბილისის მერი ოპოზიციაში გადასვლას აპირებს.