logo
ENG



ისანში სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს

04 ოქტ 202514:01
3 წუთის საკითხავი
 

ისანში სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

ადგილობრივებმა ცხედრები კორპუსთან აღმოაჩინეს. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. როგორც ცნობილია, გარდაცვლილებიდან ერთი არასრულწლოვანია. ისინი სავარაუდოდ 22-ე სართულიდან ვარდნის შედეგად გარდაიცვალნენ. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე მეზობლებს დაპირისპირებისა და ხმაური ესმოდათ. გარდაცვლილები, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

ადგილზე დილიდან ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ამატებითი დეტალები უცნობია. ფორმულა დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ელოდება. ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.

 


close დახურვა