logo
ENG



ისანში საპროტესტო აქციაზე დაკავებული ქალი გაათავისუფლეს

18 სექ 202001:58
3 წუთის საკითხავი
 
kbwh9xopesay02m.jpg

ისანში, საპროტესტო აქციაზე დაკავებული ქალი სამართალდამცველებმა გაათავისუფლეს. ის ადგილზე პოლიციის ეკიპაჟმა მიიყვანა.

როგორც აქციის მონაწილემ აღნიშნა, მისი დაკავება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით მოხდა.

"იმის გამო, რომ პოლიციას წინააღმდეგობა გავუწიე, დამაკავეს, მაგრამ გამომიშვეს, რადგან არ მიმიყენებია სიტყვიერი შეურაცხყოფა", - განაცხადა ნათია ნარმანიამ.

ცნობისთვის, აქციის მონაწილე პოლიციამ იმ დროს დააკავა, როდესაც ის გზის გადაკეტვას ცდილობდა. მისი დაკავების შემდეგ, ადგილზე ვითარება კიდევ უფრო მეტად გამწვავდა. აქციის მონაწილეებმა დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს.

ტერიტორიაზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც მივიდნენ, მათ შორის სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე. ვაშაძე სამართალდამცველებს სიტყვიერად დაუპირისპირდა. მან განაცხადა, რომ პოლიციის ქმედება უკანონო იყო და იმ შემთხვევაში, თუ დაკავებულს არ გაათავისუფლებდნენ, აქციას უფრო მეტი ადამიანი შეუერთდებოდა.

ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის მონაწილეები იმ ბინების დაკანონებას ითხოვდნენ, სადაც უკვე რამდენიმე წელია ცხოვრობენ. მათ აღნიშნეს, რომ დაპირების მიუხედავად, შესაბამის უწყებებს საკითხი არ დრომდე არ მოუგვარებიათ.

საპროტესტო აქცია ამ დროისთვის დასრულებულია. გამგეობის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს კიდევ ერთხელ მისცეს პირობა, რომ ბინები დაუკანონდებათ

 


close დახურვა