logo
ENG



ისნის ქუჩაზე გარდაცვლილი კაცი პროზექტურაში გადაასვენეს

12 მაი 202014:42
3 წუთის საკითხავი
 

ისნის ქუჩაზე მიტოვებულ შენობაში გარდაცვლილი კაცი პროზექტურაში გადაასვენეს. გარდაცვლილს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდება.

ადგილზე კვლავ მობილიზებული არიან მეხანძრე-მაშველები და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ ისნის ქუჩაზე მიტოვებულ შენობაში გარდაცვლილი კაცის ცხედარი იპოვეს. "ფორმულას" ინფორმაციით, სახლში 2 უსახლკარო ცხოვრობდა, გარდაცვლილი სწორედ ერთ-ერთმა მათგანმა აღმოაჩინა. ირკვევა, რომ კაცი ახალი გარდაცვლილი არაა. მომხდარის მიზეზი და დეტალები ჯერჯერობით უცნობია. 

ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილი მამაკაცი რამდენიმე თვეა იმ შენობაში ცხოვრობდა, სადაც ცხდარი იპოვეს, თუმცა ბოლო რამდენიმე დღეა ის არ გამოჩენილა. მეზობლების ინფორმაციით, ის უსახლკარო იყო და მეზობლები მას ხშირად საკვებითა და სხვადასხვა ნივთებით ეხმარებოდნენ.


close დახურვა