logo
ENG



ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 150-მდე გაიზარდა

07 ოქტ 202321:00
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/07/ya1a45mtzm6wh2k.jpg

ისრაელის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებზე ჰამასის მიერ განხორციელებულ შეტევებს სულ მცირე 150 ებრაელის სიცოცხლე ემსხვერპლა, ამასთანავე დაშავდა 1104 მოქალაქე. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გარდა ამისა, ჰამასის მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტრო ღაზაში იუწყება, რომ თავდასხმების შედეგად დაღუპულია 198 პალესტინელი, ხოლო დაშავდა 1610 მათგანი.

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტაც დღეს, გამთენიისას გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო - ისინი აცხადებენ, რომ 20 წუთში 5000 რაკეტა ისროლეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და განაცხადა, რომ ქვეყანა ომშია. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა და თქვა, რომ ისრაელი ამ "ომს მოიგებს"


close დახურვა