logo
ENG



ისრაელის თავდაცვა: ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში ჰუმანიტარული პაუზები დღესაც გაგრძელდება

18 ნოე 202315:56
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/18/yrkc26y3pypjf8p.jpg

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში ჰუმანიტარული პაუზები დღესაც გაგრძელდება.

თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზის მშვიდობიან მოსახლეობას სამხრეთით ევაკუაციის საშუალება მიეცემათ.

"ჩვენ მოგიწოდებთ, რომ სასწრაფო ევაკუაცია მოახდინოთ, რადგან თქვენთვის იქ დარჩენა საშიშია", - ამბობს ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი.

10 ნოემბერს ისრაელი ჩრდილოეთ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული პაუზების დაწესებას დათანხმდა. ყოველდღიურად სამხედრო ოპერაციები 4-საათით შეწყდება. ტაქტიკური ლოკალური პაუზები მოსახლეობას, საომარი მოქმედებების ზონის დატოვების საშუალებას მისცემს.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა