logo
ENG



ისრაელის თავდაცვა: ჩრდილოეთ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული პაუზა დღესაც გაგრძელდება

12 ნოე 202313:10
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/12/8i6g8vtg4uiupgw.jpg

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ჩრდილოეთ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული პაუზა დღესაც გაგრძელდება, რათა მშვიდობიანმა მოსახლეობამ სამხრეთით ევაკუაცია შეძლოს.

10 ნოემბერს ისრაელი ჩრდილოეთ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული პაუზების დაწესებას დათანხმდა. ყოველდღიურად სამხედრო ოპერაციები 4-საათით შეწყდება. 

ტაქტიკური ლოკალური პაუზები მოსახლეობას, საომარი მოქმედებების ზონის დატოვების საშუალებას მისცემს.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა