logo
ENG



ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი: ჩვენი სამხედროები ღაზაში წინ მიიწევენ

03 ნოე 202315:46
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/03/22jm1u4nycmgd0o.jpg

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ისრაელელი სამხედროები ღაზაში წინ მიიწევენ.

"ჩვენი მებრძოლები ღაზაში წინ მიიწევენ. ისინი ჰამასის ინფრასტრუქტურას და ტერორისტებს ანადგურებენ. ამასთან, ჩვენმა ძალებმა ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობები აღმოაჩინეს", - აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა