logo
ENG



ისრაელის მთავრობის ოფიციალური პირის ცნობით, ნეთანიაჰუმ ომის კაბინეტი დაითხოვა

17 ივნ 202414:19
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/17/b7exr5xsk74e4ws.jpg

Reuters ისრაელის მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ექვსწევრიანი ომის კაბინეტი დაითხოვა.

გამოცემის ცნობით, ბენიამინ ნეთანიაჰუს მხრიდან ეს ნაბიჯი მოსალოდნელი იყო მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ომის კაბინეტი ბენი განცმა დატოვა. მან გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა, რომ ისრაელის პრემიერმა ღაზაში მიმდინარე ომის სტრატეგია ვერ ჩამოაყალიბა.

მოსალოდნელია, რომ ნეთანიაჰუ ომის შესახებ კონსულტაციებს მინისტრთა მცირე ჯგუფთან გამართავს, მათ შორის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტთან და სტრატეგიულ საქმეთა მინისტრ რონ დერმერთან, რომლებიც ომის კაბინეტის შემადგენლობაში იყვნენ.

ისრაელში ომის კაბინეტი 2023 წლის 7 ოქტომბერს, ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ შეიქმნა.

 

 

 

 

 


close დახურვა