დიასპორის საკითხებში ისრაელის სახელმწიფო მინისტრი ნახმან შაი გამოვიდა ინიციატივით, რომ ოფიციალურმა თელ-ავივმა უკრაინას სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს. შესაბამისი განცხადება მან Twitter-ზე დაწერა.
"დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ ირანი რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებს გადასცემს. უკვე ეჭვგარეშეა, როგორი პოზიცია უნდა დაიკავოს ისრაელმა ამ სისხლიან კონფლიქტში. მოვიდა დრო უკრაინამ მიიღოს სამხედრო დახმარება, როგორც იღებს ამერიკისგან და ნატოს წევრი ქვეყნებისგან", - წერს შაი.
This morning it was reported that Iran is transferring ballistic missiles to Russia. There is no longer any doubt where Israel should stand in this bloody conflict. The time has come for Ukraine to receive military aid as well, just as the USA and NATO countries provide.
ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ცნობით, შესაძლოა, რუსეთმა ირანთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რაც ირანული Arash-2 ტიპის დრონების მიწოდებას ითვალისწინებს, თუმცა თავის მხრივ ირანი უარყოფს, რომ რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებელი იარაღით ამარაგებს და აცხადებს, რომ "ეს არ გაუკეთებია და არ გააკეთებს".