ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელი ირანელებს მოუწოდებს, მატარებლით მგზავრობისგან თავი შეიკავონ, ამის შესახებ მათ ოფიციალური განცხადება გაავრცელეს სპარსულ ენაზე.
"ძვირფასო მოქალაქეებო, „თქვენივე უსაფრთხოებისთვის, თავი შეიკავეთ მატარებლით მგზავრობისა და მისი გამოყენებისგან მთელი ირანის მასშტაბით. მატარებლებში ან სარკინიგზო ხაზებთან ყოფნა საფრთხეს უქმნის თქვენს სიცოცხლეს“, - წერია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
მათივე ცნობით, გაფრთხილება ძალაშია ირანის დროით 21:00 საათამდე.
მანამდე ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა გააკეთა განცხადება, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები ირანის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას "მთელი ძალით" გააგრძელებენ.
