logo
ENG



ისრაელში საქართველოს ელჩი მოქალაქეებს უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს

07 ოქტ 202313:55
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/07/fxgwiuy39ojx5ek.jpg

ისრაელში საქართველოს ელჩი, ლაშა ჟვანია მოქალაქეებს უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.

ჟვანიას თქმით, ღაზას სექტორიდან სარაკეტო შეტევის გამო ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ქვეყნის სამხრეთიდან ცენტრამდე. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ტერორისტმა ისრაელის სამხრეთის ქალაქებში შეაღწია.

"შეგახსენებთ განგაშის სიგნალის ჩართვის შემთხვევაში, უსაფრთხოების წესებს:

შენობაში ყოფნისას - უნდა შეხვიდეთ სპეციალურ დაცულ სივრცეში/თავშესაფარში, დაკეტეთ კარ-ფანჯრებიშენობის გარეთ ყოფნისას - იმ შემთხვევაში თუ ახლოს არ მდებარეობს სპეციალური თავშესაფარი ან არ არის არც ერთი შენობა, დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები;

ვტომობილში - გააჩერეთ, გადმოდით ავტომობილიდან და შედით უახლოეს შენობაში ან თავშესაფარში. თუ თქვენს ახლოს შენობა ან თავშესაფარი არ მდებარეობს, გადმოდით მანქანიდან დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები;

დაუშვებელია შენობის შესასვლელში, სადარბაზოებში მოქალაქეების გაჩერება;სხვა ინსტრუქციის არ არსებობის შემთხვევაში განგაშის სიგნალის დასრულებიდან 10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ დატოვოთ შენობა;

დაუშვებელია ჩამოგდებულ რაკეტასთან ან სხვა ობიექტთან მიახლოება. ასეთ შემთხვევაში მოუწოდეთ მოქალაქეებს არ მიუახლოვდნენ ობიექტს/ჩამოგდებულ რაკეტას და აცნობეთ პოლიციას.ტურისტული მიზნით ისრაელში მყოფმა პირებმა თავი უნდა შეიკავონ სასტუმროდან გამოსვლისგან და ტურისტული ტურებისგან", - წერს ჟვანია.

დღეს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო - ისინი აცხადებენ, რომ 20 წუთში 5000 რაკეტა ისროლეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ბოლო მონაცემებით, სარაკეტო თავდასხმების შედეგად ისრაელში 500-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, ხოლო 22 დაიღუპა.

ზოგიერთ დაშავებულს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. სულ მცირე 80 ადამიანი სხვადასხვა ხარისხის დაზიანებით სოროკას სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.


close დახურვა