logo
ENG



ისტორიაში პირველად რუსეთი იუნესკოს აღმასრულებელ საბჭოში არ აირჩიეს

16 ნოე 202309:44
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/16/kru89wdluwz5yms.png

ისტორიაში პირველად გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (იუნესკომ) არ აირჩია რუსეთი აღმასრულებელი საბჭოს შემადგენლობაშირაც ნიშნავს იმას, რომ რუსეთი იუნესკოს აღმასრულებელი საბჭოდან გარიცხეს. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

"რუსული გავლენის ეპოქა დასრულდა და ეს სამართლიანია. რუსი ტერორისტების ადგილი არაა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელობაში. რუსეთის საერთაშორისო როლი შესუსტებას გააგრძელებს", - დაწერა ზელენსკიმ.

*იუნესკოს აღმასრულებელი საბჭო - ორგანიზაციის ერთ-ერთი წამყვანი ორგანოა, რომელიც განაგებს მის ბიუჯეტს და პროგრამულ მოქმედებებს. საბჭოს შემადგენლობაში 58 წევრია, მათ გენერალური კონფერენცია (სათათბირო ორგანო, რომლის შემადგენლობაში იუნესკოს ყველა წარმომადგენელი შედის) ირჩევს. რუსეთი აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფში შედიოდა, რომელშიც ახლა სერბეთი, ალბანეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი აირჩიეს.

მანამდე, 10 ნოემბერს, ისტორიაში პირველად გაეროს საერთაშორისო სასამართლოში რუსეთს წარმომადგენელი არ აირჩიეს. ეს 1946 წლიდან პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთის წარმომადგენელი არ ეყოლება.


close დახურვა