logo
ENG



იტალია ევროკავშირის პირველი ქვეყანა გახდა, სადაც კორონავირუსით 30 ათასზე მეტი გარდაიცვალა

09 მაი 202012:48
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსით ინფიცირებულთა გლობალურმა მაჩვენებელმა 4 მილიონს გადააჭარბა, დაღუპულთა საერთო რიცხვი კი 276 ათასს აღემატება. იტალია ევროკავშირის წევრი პირველი ქვეყანა გახდა, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობა 30 ათასს გადაცდა. ბოლო 24 საათში ვირუსს ქვეყანაში 243 ადამიანი ემსხვერპლა.

პარალელურად, იტალია შეზღუდვების შემსუბუქების მეორე ეტაპისთვის ემზადება. 18 მაისიდან ქვეყანაში რელიგიური მსახურებები აღდგება, მაგრამ მრევლი ვალდებულია, სოციალური დისტანცირების ზომები მკაცრად დაიცვას და ტაძრებში პირბადეები ატაროს.

მკაცრი ზომების მოხსნის მეორე ეტაპი ჯერ-ჯერობით არ ამოქმედდება მადრიდსა და ბარსელონაში. მეორე ფაზა ქვეყანაში ბარების, რესტორნებისა და სალოცავების გახსნას ითვალისწინებს. პრემიერისგან სამოქმედო გეგმის წარდგენას ელოდება დიდი ბრიტანეთის მოსახლეობაც, თუმცა ხელისუფლებამ უკვე მიანიშნა, რომ სოციალური დისტანცირების პოლიტიკაში საზოგადოება დრამატულ ცვლილებებს არ უნდა ელოდოს. 


close დახურვა