logo
ENG



იტალიაში, ძვირადღირებული სუნამოების ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

15 მარ 202408:37
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/15/y5oycm3hisuq85d.jpg

იტალიაში, აველინოს პროვინციაში, სუნამოების ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 29 წლის კაცმა 6 შეკვრა ძვირადღირებული სუნამოს ქურდობა სცადა, თუმცა მაღაზიის დაცვამ მისი დაკავება შეძლო.  ბრალდებული ადგილზე მისულ პოლიციას გადასცეს. ცნობილია, რომ დაკავებული ჭკვიან სათვალეს იყენებდა და ქურდობამდე მაღაზიას ფოტოს უღებდა. 

გარდა ამისა, მედიის ცნობით, მას ბრალად 10 დღის წინ მომხდარი კიდევ ერთი ქურდობა ედება ბრალად - გამოძიების მტკიცებით, დაკავებულმა მაშინაც ძვირადღირებული სუნამოები მოიპარა. პოლიცია შესაძლო თანამზრახველებს ეძებს.


close დახურვა