logo
ENG



იტალიაში კორონავირუსს 2 158 ადამიანი ემსხვერპლა

17 მარ 202009:07
3 წუთის საკითხავი
 

ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსს 2 158 ადამიანი ემსხვერპლა. გამოვლინდა დაინფიცირების 3 233 ახალი ფაქტი. სულ ქვეყნაში კორონა ვირუსის 27 ათასზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა. 45-მდე გაიზარდა  ინფიცირებულთა  რაოდენობა სომხეთში. თურქეთში კორონა ვირუსი 47-ი ადამიანს დაუდასტურდა.  რუსეთში კი ოფიციალური მონაცემებით კოვიდ 19 - 93 ადამიანს დაუდგინდა. ხვალიდან ოკუპანტ ქვეყანაში უცხო ქვეყნების მოქალაქეების შესვლა იკრძალება. 

პანდემიის გამო უპრეცედენტო ზომებს იღებს გერმანია.   ხელისუფლება მოსახლეობას მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. ქვეყნის მასშტაბით დაიკეტება  მაღაზიები, ბარები და რესტორნები, საგანმანათლებლო   და სპორტული დაწესებულებები.   დონალდ ტრამპი კი მოსახლეობას მომავალი 15 დღის განმავლობაში სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს, შეერთებული შტატებს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კორონა ვირუსით გამოწვეული კრიზისი ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდება


close დახურვა