logo
ENG



იტალიელმა ქალმა, პიკასოს 1 მილიონი ევროს ღირებულების ტილო ლატარიაში მოიგო

21 მაი 202011:58
3 წუთის საკითხავი
 

იტალიელმა ქალმა პაბლო პიკასოს, 1 მილიონი ევროს ღირებულების ტილო ლატარიაში მოიგო. გამარჯვებულმა ბილეთი საჩუქრად მიიღო, გათამაშების შემდეგ კი მას პიკასოს „ნატურმორტი“ ერგო.

აქცია კრისტის აუქციონის სახლის საფრანგეთის ოფისის ორგანიზებით ჩატარდა. მიზანი კი აფრიკაში მომუშავე საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის თანხის შეგროვებაა. ლატარიის ერთი ბილეთის ღირებულება 100 ევრო იყო.

აუქციონის სახლის წარმომადგენლების განცხადებით, აქციის ,,პიკასო 100 ევროდ“ ფარგლებში, ქველმოქმედებისთვის 5 მილიონი ევრო შეგროვდა. აქედან 900 ათასი ევრო მონაკოელ მილიარდერ კოლექციონერს, დევიდ ნამადს გადაეცემა, რომელმაც აუქციონს ტილო გათამაშებისთვის ​გადასცა


close დახურვა