logo
ENG



იტალიის პრემიერი: დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს

13 მაი 202318:18
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/13/c6jbhio8lrg6clv.jpg

იტალიის პრემიერმინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ უკრაინა გაიმარჯვებს.

"დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. ის კიდევ უფრო ძლიერი და აყვავებული იქნება. უკრაინის მომავალი მშვიდობისა და თავისუფლების მომავალია და ეს არის ევროპული მომავალი. და აქ სხვა შესაძლო გადაწყვეტილებები არ არსებობს", - თქვა იტალიის პრემიერმა.

ამასთან, მელონი აღნიშნავს, რომ იტალია გააგრძელებს მოკავშირეებთან მუშაობას უკრაინის სამხედრო დახმარების უზრუნველსაყოფად.

"ჩვენ მხოლოდ მაშინ მივიღებთ მშვიდობას, როდესაც რუსეთი შეწყვეტს სამხედრო ოპერაციების ჩატარებას და სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმას. ჩვენ გავაგრძელებთ მოსკოვთან მიმართვას საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანის მოთხოვნით", - განაცხადა მელონმა.

დღეს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ეს იტალიაში ზელენსკის პირველი ვიზიტია. არსებული ინფორმაციით, მას რომში ხანმოკლე ვიზიტი ექნება, ხოლო შაბათ-კვირას გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით ჩავა.


close დახურვა