იტალიის პრემიერმინისტრი, ჯორჯია მელონი კიევში ჩავიდა. არსებული ინფორმაციით, ის ბუჩას და ირპენსაც ეწვევა.
უკრაინული მედიის ცნობით, დღის მეორე ნახერვარში, იტალიის პრემიერი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პრესკონფერენციას გამართავენ.
ამასთან, პრემიერი ორშაბათს პოლონეთში ჩავიდა და პოლონელ კოლეგას, მატეუშ მორავეცკისა და პრეზიდენტს ანჯეი დუდას შეხვდა.
იტალიური მედიის ცნობით, კიევში ჯორჯია მელონი კიდევ ერთხელ გამოუცხადებს უკრაინას მხარდაჭერას და სამხედრო დახმარების ახალი, მე-6 პაკეტის შესახებ გამოაცხადებს. დახმარების ახალი პაკეტის ფარგლებში უკრაინა ანტისარაკეტო კომპლექს - SAMP/T-ს უკვე გაზაფხულზე მიიღებს.