logo
ENG



იუკნევიჩიენე: საბჭოთა კავშირის დაუსჯელი დანაშაულებისთვის ნიურნბერგის პროცესი არ გამართულა

08 მაი 202213:30
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/08/51b9wdvwvje06iz.jpg

ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე აცხადებს, რომ საბჭოთა კავშირი მეორე მსოფლიო ომში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენილი დანაშაულებისთვის არ დასჯილა და თავს ევროპის გამათავისუფლებელს უწოდებს.

ევროპარლამენტარი აცხადებს, რომ ახლა ანალოგიური ნარატივი უკრაინაში მეორდება.

„საბჭოთა კავშირის დაუსჯელი დანაშაულებისთვის ნიურნბერგის პროცესები არ გამართულა. მათთვის ნებადართული იყო საკუთარი თავისთვის ევროპის გამათავისუფლებლები ეწოდებინათ, მიუხედავდად იმისა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმავე დანაშაულებს სჩადიოდნენ.

ზუსტად იგივე ნარატივი მეორდება დღეს უკრაინაში“, - წერს რასა იუკნევიჩიენე ტვიტერზე.

დღეს, 8 მაისს ევროპა ნაციზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავს, როცა 1945 წელს გერმანიამ კაპიტულაციის აქტს ხელი ოფიციალურად მოაწერა. 8 მაისი მეორე მსოფლიო ომის დასრულების დღედაა მიჩნეული.

რუსეთი და რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანა კი მეორე მსოფლიო ომის დასრულებას 9 მაისს აღნიშნავს.

უკრაინა 8 მაისს ხსოვნისა და შერიგების დღეს, 9 მაისს კი ფაშიზმზე გამარჯვებას აღნიშნავს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხსოვნისა და შერიგების დღესთან დაკავშირებით მიმართვა დღეს, 8 მაისს გაავრცელა.


close დახურვა