logo
ENG



იურიდიულმა კომიტეტმა საარჩევნო ცვლილებებს მხარი დაუჭირა

19 ივნ 202018:24
3 წუთის საკითხავი
 
7i2si6nq9eu1drs.jpg

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, პარლამენტში 30 დეპუტატს მაჟორიტარულით და 120-ს პარტიული, პროპორციული სიით აირჩევენ.

კანონპროექტს კენჭს კვირას, 21 ივნისს უყრიან. საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად 113 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

მმართველი გუნდის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დღეს მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ უმრავლესობის 93 დეპუტატიდან ცვლილებებს მხარს 92 დეპუტატი დაუჭერს.

რაც შეეხება ოპოზიციას, „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხაედებენ, რომ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ თუ საპატიმროდან მთავარი არხის მეწილე, გიორგი რურუა არ გათავისუფლდება.

მიუხედავად ოპოზიციის, სენატორებისა და ევროპარლამენტარის მოწოდებისა, მმართველი გუნდი არ აღიარებს, რომ შეთანხმებაში პატიმრების შეწყალებაზე იყო საუბარი და აცხადებს, რომ ზოგადად, ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან. თუმცა, პრეზიდენტმა უკვე შეიწყალა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა. ამ ეტაპამდე პატიმრობაში რჩება „მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა. 

 


close დახურვა