logo
ENG



იუსტიციის მინისტრის მოადგილედ სოსო გიორგაძე დაინიშნა

28 სექ 202010:37
3 წუთის საკითხავი
clock 2540
იუსტიციის მინისტრის მოადგილედ სოსო გიორგაძე დაინიშნა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მოადგილედ სოსო გიორგაძე დაინიშნა. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

მათი ცნობით, დანიშვნის შესახებ პრემიერმინისტრის გადაწყვეტილება უკვე გამოცემულია. 

"საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სოსო გიორგაძე 2013 წლიდან მუშაობს. სხვადასხვა დროს ის ხელმძღვანელობდა მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურს, შემდგომ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ხოლო 2019 წლის ივნისიდან დღემდე იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებს. 

საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისა და მისი პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძის გადადგომის შემდეგ, 1-ლი ოქტომბრიდან, სოსო გიორგაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის რანგში საჯარო სერვისების მიმართულების კურატორი იქნება", - აღნიშნავენ უწყებაში. 

მინისტრი თეა წულუკიანი ქართული ოცნების საარჩევნო სიაშია. 


close დახურვა