logo
ENG



იუსტიციის სამინისტრო: სააკაშვილის თაობაზე დიპლომატიურ კორპუსს ინფორმაცია მივაწოდეთ

28 დეკ 202223:12
3 წუთის საკითხავი
clock 669
2022/12/28/xslb9sxagk324ky.jpg

ელჩებთან შეხვედრის შესახებ იუსტიციის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიხეილ სააკაშვილის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდეს.

მათი თქმით, შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის წარმომადგენლობის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და აშშ-ის საელჩოების წარმომადგენლებთან.

უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ სისტემაში მოთავსების დღიდან მისი პირობების, მკურნალობისა და მის მიმართ მოპყრობის თაობაზე.

სამინისტრო აცხადებს, რომ მათთვის "პრიორიტეტია მაქსიმალური გამჭვირვალობა" და დაინტერესებულ პირებს ინფორმაციას მომავალშიც მიაწვდიან.

ევროკავშირის წევრი ქვეყნის ელჩები და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი დღეს იუსტიციის მინისტრს შეხვდნენ - ელჩებს არ დაუმალავთ, რომ საუბრის თემა ყოფილი პრეზიდენტი იყო, თუმცა დეტალებზე მათ არ უსაუბრიათ. 


close დახურვა