logo
ENG



იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კიდევ 6 კანდიდატს დღეს აარჩევს

26 დეკ 201908:14
3 წუთის საკითხავი
 

დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კიდევ 6 კანდიდატს აარჩევს. კანდიდატები იმ 50-კაციანი სიიდან შეარჩიეს, რომლებისგანც შემდგომ 20 ამოირჩიეს. შერჩევის შემდეგ იუსტიციის საბჭო ამ 6 მოსამართლეს დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ საერთაშორისო მეგობრებისგან მიღებულ კრიტიკასა და შენიშვნებს ხელისუფლება სერიოზულად არ აღიქვამს.

„ცხადია არ მაქვსს მოლოდინი, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ისეთ კანდიდატებს აირჩევს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვსი იქნება სასარგებლო. გააგრძელებს იგივე პოლიტიკას და შეარჩევს ისეთ კანდიდატებს, რომლებიც კლანთან მიმართებაში იქნებიან ძალიან ლოიალურები ან მისი აქტიური წევრებიც კი იყვნენ“, - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე 12 დეკემბერს პროტესტის ფონზე დაამტკიცა. 


close დახურვა