დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ ერთ კანდიდატს აირჩევს. ლევან თევზაძე, თამარ ოქროპირიძე და ვასილ როინიშვილი - საბჭოს წევრებმა არჩევანი ამ სამ კანდიდატს შორის უნდა გააკეთონ. სამივე კანდიდატი მოქმედი მოსამართლეა. აღსანიშნავია, რომ თევზაძე იუსტიციის საბჭოს წევრის, ირაკლი შენგელიას ცოლის ძმაა. გასაუბრების შემდეგ ყველაზე მაღალი ქულაც სწორედ მას დაუწერეს. აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ საბჭო სწორედ მას გაიყვანს.
ლევან თევზაძის არჩევას ვარაუდობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი.
„პროცესში ყველაზე დიდი შანსი აქვს ლევან თევზაძეს, რადგან უკვე მონაწილეობდა კონკურსში. ახლა ისევ შემოიტანა საბუთები. ცხადია გიჩენს ეჭვს, რომ ადამიანი, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს კლანთან, ალბათ აქვს თვითონაც იმედი რომ გაიმარჯვებს“, - აღნიშნა ჯანეზაშვილმა.