logo
ENG



იქნება მწვავე და კრიტიკული განცხადებები - ოპოზიცია ევროპარლამენტზე

27 ნოე 201920:22
3 წუთის საკითხავი
 
u9yvxnwegalozxe.jpg

ევროპარლამენტში დებატები ცოტა ხნის წინ დაიწყო. წინასწარ ცნობილია, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ჩაგდებული საკონსტიტუციო რეფორმისა და დარბეული აქციების გამო მმართველი გუნდი ევროპარლამენტარების კრიტიკას დაიმსახურებს. ორი დღის განმავლობაში სტრასბურგში იმყოფებოდნენ საგარეო და ევროინტეგრაციის კომიტეტების ახალი თავმჯდომარეებიც, საუბარია სონღულაშვილსა და ბერაიაზე.

აღსანიშნავია, რომ მმართველი გუნდის ახალმა თავმჯდომარეებმა საგარეო პოლიტიკის განხრით არ ისურვეს "ფორმულასთან" კომენტარის გაკეთება, სამაგიეროდ ოპოზიციის წარმომადგენლები ღიად ამბობენ, რომ დღევანდელ დებატებზე განცხადებები იქნება საკმაოდ მწვავე და ვინც არ უნდა გამოუშვას "ქართულმა ოცნებამ" სიმართლე არ დაიმალება.  

" მასშტაბური ტყუილი გამოაცხო "ქართულმა ოცნებამ" და უკან წაიღო პროპორციულის დაპირება. შეშფოთებულები არიან ძალადობით, რომელიც ხდება დემონსტრანტების წინააღმდეგ. ჩემი მოლოდინია ის, რომ იქნება მწვავე და კრიტიკული განცხადებები, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია რომ ეს ყველაფერი გაიგოს ივანიშვილმა და "ქართული ოცნების" წევრებმა. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნის ევროინტეგრაციის მიმართ იქნება სერიოზული კითხვები. ახალი დესანტი თუ აპირებს რომ ისევ ტყუილები მოიტანოს, არ გამოუვა ეს ამბავი",- აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე. 

​"არავის აღარ აქვს ილუზია იმაზე, რაც ხდება საქართველოში. ამიტომ მოავლინეს აქ დელეგაცია, ის ხალხი ვინც პარლამენტში უნდა დაემტკიცებინათ კომიტეტის თავმჯდომარეებად აქ იყვნენ რეალურად. ისინი ცდილობენ რომ შეაჩერონ ეს პროცესი, თუმცა რომ არაფერი გამოუვათ და ეს გამოჩნდება დებატებზე. ვფიქრობ, შეფასებები იქნება ძალიან მკვეთრი და ამით არ დასრულდება ევროპარლამენტში ივანიშვილის ხელისუფლებისთვის გამოცხადებული უნდობლობა",-აცხადებს სალომე სამადაშვილი.

შეგახსენებთ, საქართველო მომდევნო 6 თვე იქნება ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. ამ დღესთან დაკავშირებით სტრასბურგში სხვადასხვა სახის ღონისძიება ჩატარდა.

 


close დახურვა