logo
ENG



იჩკერიის წარმომადგენლობა: ჩეჩენი ოპოზიციონერი ბლოგერი ცოცხალია

09 დეკ 202218:32
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/09/38xjcroue7e82mi.jpg

იჩკერიის არაღიარებული მთავრობის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ ჩეჩენი ოპოზიციონერი ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი ცოცხალია და შვედეთის პოლიციის დაცვის ქვეშაა. ამის შესახებ კავკაზ.რეალიის განუცხადეს.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინდორმაცია, რომ კადიროვის მაკრიტიკებელი ბლოგერი შვედეთში მოკლეს. ჩეჩნეთის რესპუბლიკის იჩკერიის მთავრობაში აცხადებენ, რომ საკუთარი ინფორმაციული წყაროები ჰყავთ და არ დაასახელა მიზეზი, რის გამოც შეიძლება აბდურახმანობი დაცვის ქვეშ იყოს.

კავკაზ.რეალიის რედაქციამ შვედეთის პოლიციაც მიმართა, თუ მათ დამატებით არაფერი თქვეს. მანამდე შვედეთის პოლიციამ არც დაადასტურა და არც უარყო ბლოგერის მკვლელობა.

ტუმსო აბდურახმანოვი კონტაქტზე ნოემბრის ბოლოდან არ გამოსულა. დაუდასტურებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგი შვედეთში მოკლეს იჩკერიის მომხრეების ერთ-ერთ ტელეგრამ არხზე პირველ დეკემბერს გაჩნდა. ამის შედეგ ბლოგერის მკვლელობის შესახებ დაწერა ტელეგრამ ახრმა 1ADAT.

ჩეჩნეთის სახელმწიფო ტელე-რადიოკომპანია "გროზნის" ხელმძღვანელმა ჩინგიზ ახმადოვმა განაცხადა, რომ ბლოგერის მკვლელობასთან დაკავშირებულია ემიგრაციაში მყოფნინ ზაკაევი. 6 დეკემბერს ზაკაევმა ინტერვიუ მისცა კიევის ტელეარხს, სადაც თქვა, რომ აბდურახმანოვის საქმიანობა ძალიან მტკივნეულია კადიროვისა და მისი გარემოცვისთვის და, შესაძლებლობის გათვალისწინებით, კადიროველებს შეეძლოთ მისი „ლიკვიდირება“. მან გაიხსენა, რომ აბდურახმანოვმა რუსეთი ჩეჩნეთის მეთაურის ნათესავთან კონფლიქტის შემდეგ დატოვა.

2020 წლის თებერვალში ბლოგერ შვედეთში, საკუთარ ბინაში დაესხნენ თავს. მას თავში ჩაქუჩი ჩაარტეს, მაგრამ მან თავდამსხმელის განიარაღება და პოლიციის გამოძახება შეძლო. შემდგომში დაკავებულმა რუსლან მამაევმა განმარტა, რომ თავდაპირველად მას ბლოგერისთვის თვალი უნდა ედევნებინა, მაგრამ მალევე დათანხმდა მკვლელობას 50 ათას ევროს სანაცვლოდ. პროკურორმა სასამართლოშიც განაცხადა, რომ "კვალი გროზნოზე მიუთითებს". მცდელობის ფაქტზე განაჩენი 2021 წლის იანვარში იქნა მიღებული. მამაევს ათი წელი მიუსაჯეს, მის თანამზრახველს ელმირა შაპიაევას - რვა.


close დახურვა