logo
ENG



იძულებულს გვხდიან შევაჩეროთ მუშაობა - ფოთში ტრაილერის მძღოლებმა აქცია გამართეს

10 ივნ 202008:53
3 წუთის საკითხავი
 

გვიან ღამემდე ფოთის შესავლელში ტრაილერის მძღოლები აქციას მართავდნენ. სხვადასხვა ქალაქებიდან შეკრებილმა მძღოლებმა ის რეგულაციები გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც, საზღვრის გადმოკვეთისას, სწრაფი ტესტის გაკეთების შემდეგ, 72 საათში განმეორებით უნდა გამოცხადდნენ საკარანტინო ზონაში ტესტის გასაკეთებლად, ეს ყველაფერი კი საკუთარი სახსრებით უნდა უზრუნველყონ.

მძღოლების განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ მათ არ უწევთ საერთაშორისო გადაზიდვების განხორციელება, ევალებათ 14 დღით საკარანტინო სივრცეში დარჩენა. მძღოლები რეგულაციის შეცვლას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტულ საპროტესტო აქციებს აანონსებენ.  

"მერია ვერ დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს. ყველანაირად იძულებულს გვხდიან, რომ შევაჩეროთ მუშაობა და ჩვენ ამით ლუკმა-პურს ვშოულობთ, რომლითაც ოჯახებს ვარჩენთ. იმის მაგირვად, რომ სახელმწიფო გვეხმარეობდეს იმდენი რისკის ფასად დავდივართ და მოვდივართ, აგერ ფოთში ჩამოდვივართ და ვაბარებთ კონტეინერს, რატომ უნდა გავიქცე?! თუ არა და 2 ათას ლარიანი ჯარიმა, რისი შოვნისთვისაც მთელი წელი უნდა ვიმუშაო. ოჯახი რითი ვარჩინო. ყველას ეს მოთხოვნა აქვს, მეტი კი არაფერი",-აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.


close დახურვა