კადიროველებმა ოკუპირებულ მარიუპოლში ცეცხლი გაუხსნეს სახლს, რომელიც ისედაც მიტოვებულია.
როგორც მარიუპოლის მერმა პიოტრ ანდრიუსჩენკომ აღნიშნა, მათ შენობას ცეცხლი ტანკიდან გაუხსნეს.
"თუ გგონიათ, რომ კადიროვებელბის ტიკ-ტოკ ჯარი იბრძვის მხოლოდ ავტომატებით, ეს ასე არ არის. ახალი დონეა - მიიყვანო ტანკი შენობასთან და უკვე ოკუპირებულ ქალაქში ამ შენობას ცეცხლი გაუხსნა. ვიდეოში ჩანს ლივობერეჟნოს რაიონი. ესვრიან შენობებს, რომლებშიც სულ მცირე 20 დღეა ჩვენი სამხედროები აღარ არიან", - თქვა ქალაქის მერმა.
ვიდეოში ისმი კადიროველის საუბარი, რომელიც ამბობს, რომ შენობში უკრაინელი სამხედროები იმალებიან და მათ ცოცხლად დაწვითა და განადგურებით ემუქრება.
მარიუპოლი 1-ელი მარტიდან ოკუპირებულია. აზოვის პოლკის და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული მოხალისეებიც ერთ-ერთ ქარხანაში არიან გამაგრებულები.