„ის ადამიანები, ვისაც კოვიდ 19 აქვს და თვითიზოლაციაში ყოფნაზე უარს იტყვის უნდა დაიხვრიტოს“, - ეს განცხადება ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
კადიროვის ეს განცხადება, მისი მართვის სტილიდან გამომდინარე დასავლურმა მედიამ სერიოზულ საფრთხედ შეაფასა. ინტერნეტ-პორტალ „კავკაზსკი უზელის“ თანახმად კადიროვს მხედველობაში ჰყავდა რესპუბლიკის ბინადარი, რომელმაც მექადან დაბრუნების შემდეგ არ დაიცვა კარანტინის წესები. მას კორონავირუსი აღმოაჩნდა.
ვირუსის მატარებელი შესაძლოა იყოს კიდევ ორი კაცი, რომელიც მექაში იმყოფებოდა სალოცავად და თურქეთის გავლით დაბრუნდა სამშობლოში.