logo
ENG



კადიროვმა თავის ძმისშვილი ჩეჩნეთის უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშნა

02 ივლ 202410:54
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/02/v2ds1o9vdswfdb9.jpeg

ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა თავის 27 წლის ძმისშვილი ხამზატ კადიროვი რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშნა.

ხამზატ კადიროვს ამასთან ჩეჩნეთის ლიდერის თანაშემწის თანამდებობა უკავია.

მანამდე ჩეჩნეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტი ტურპან-ალი იბრაგიმოვს ეკავა - კადიროვის ბიძაშვილს, ახლა ის შალინსკის რაიონის ხელმძღვანელი იქნება.

კადიროვი ჩეჩნეთის სახელმწიფო თანამდებობებზე თავის შვილებს, ოჯახის წევრებსა და ახლო გარემოცვას ნიშნავს. 2024 წელს კადიროვმა ახლობლების დანიშნა უფრო ინტენსიურად დაიწყო. 5 ივნისს ტრანსპორტის მინისტრად მისი მეორე ძმისშვილი, ადამ ჩერხიგოვი დაინიშნა. 2024 წლის მაისში ჩეჩნეთის სპორტის სამინისტროს უფროსად დაინიშნა 18 წლის ახმატ კადიროვი. თებერვალში, კადიროვის ქალიშვილი, 24 წლის ხადიჟატი, დაინიშნა ჩეჩნეთის მეთაურისა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პირველ მოადგილედ. გასულ წელს 16 წლის ადამ კადიროვი მამის "უშიშროების განყოფილების უფროსად" და შეიხ მანსურის ბატალიონის ხელმძღვანელად დაინიშნა.


close დახურვა