logo
ENG



კავკასიის უნივერსიტეტს კიდევ ერთი ლექტორი, ზვიად ქორიძე ტოვებს

14 მაი 202422:43
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/14/k9fdr40xrowfclv.jpg

კავკასიის უნივერსიტეტს კიდევ ერთი ლექტორი, ზვიად ქორიძე ტოვებს. როგორც ის აღნიშნავს, თავის ვალდებულებებს სტუდენტების წინაშე ამ სემესტრის ბოლომდე შეასრულებს.

ქორიძე მიიჩნევს, რომ პროტესტი არათუ აზიანებს სასწავლო პროცესს, იგი სასწავლო პროცესის შემადგენელი ნაწილია და აძლიერებს სტუდენტობის სამოქალაქო პათოსს. 

"ძალიან რთულია ჩემთვის ამ სტატუსის დაწერა, რადგან 16 წელი ვიყავი კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის მოწვეული ლექტორი. დღეს მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო ეს უნივერსიტეტი.

როდესაც სტუდენტები იფიცებიან მაღალდემოკრატიული ღირებულებების ხელყოფის გამო, ეს პროტესტი არის სამართლიანი. მით უმეტეს, თუკი ამ ღირებულებებს ანადგურებს მთავრობა. ასეთი პროტესტი არათუ აზიანებს სასწავლო პროცესს, იგი სასწავლო პროცესის შემადგენელი ნაწილია და აძლიერებს სტუდენტობის სამოქალაქო პათოსს. სტუდენტთა პროტესტი განაპირობა მთავრობის თავგასულობამ. სტუდენტები ყველაზე უკეთ ხვდებიან, რომ „უცხოელ აგენტთა კანონი“ მათ შეუზღუდავს თავისუფალი განვითარებისა და პროფესიული ზრდის პერსპექტივას.

სამწუხაროდ, ამას ვერ ხვდება 38 უნივერსიტეტის რექტორი. დღეს გაფიცული სტუდენტების წინაშე ჩემს ვალდებულებებს სემესტრის ბოლომდე აუცილებლად შევასრულებ. მანამდე კი მათთან ერთად ვიბრძოლებ და მჯერა, რომ წარმატებით მოვუღებთ ბოლოს რუსულ კანონს"- წერს ქორიძე.

ამ განცხადების შემდეგ, CU-ს დატოვების შესახებ დატოვა უნივერსიტეტის კიდევ ერთმა ლექტორმა, ნიკო ნერგაძემ, ასევე, ნინიკო რობაქიძემლევან ბერძენიშვილმადავით ქაშიაშვილმასალომე უგულავამ, ნინო მითაიშვილმა და რუსიკო კობახიძემ.

CU ერთ-ერთია იმ 38 უნივერსიტეტს შორის, რომელთა რექტორები ზოგიერთი ლექტორის მიერ პროტესტის ნიშნად ლექციების ჩატარებაზე უარის თქმას "მიუღებლად" მიიჩნევენ. მოგვიანებით განცხადება გაავრცელა კავკასიის უნივერსიტეტის მმართველთა საბჭო, რომ ემიჯნება უნივერსიტეტების საერთო განცხადებას.


close დახურვა