ლევან ბერძენიშვილი კავკასიის უნივერსიტეტს ტოვებს. ამის მიზეზად ის უნივეტრსიტეტის პრეზიდენტის პოზიციას ასახელებს.
"ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის პოზიცია, შესაბამისად, ვტოვებ ამ დაწესებულებას და უსაყვარლეს სტუდენტებს", - წერს ბერძენიშვილი ფეისბუქზე.
დღეს უნივერსიტეტის უკვე ყოფილმა ლექტორმა, სოსო ბერიკაშვილმა დაწერა, რომ ის კავკასიის უნივერსიტეტიდან გაუშვეს.
მისი თქმით, უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ დაიბარა და უთხრა, რომ სუს-მა მისი სამსახურიდან გათავისუფლება მოსთხოვა, მიზეზად კი "ბიძინას გინება" დაუსახელა.
ამ განცხადების შემდეგ, CU-ს დატოვების შესახებ დატოვა უნივერსიტეტის კიდევ ერთმა ლექტორმა, ნიკო ნერგაძემ, ასევე, ნინიკო რობაქიძემ.
CU ერთ-ერთია იმ 38 უნივერსიტეტს შორის, რომელთა რექტორები ზოგიერთი ლექტორის მიერ პროტესტის ნიშნად ლექციების ჩატარებაზე უარის თქმას "მიუღებლად" მიიჩნევენ.