logo
ENG



კათოლიკური სამყარო ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს

05 აპრ 202012:01
3 წუთის საკითხავი
 

კათოლიკური სამყარო ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. გერმანიის კათოლიკური ეკლესიების ნაწილში წირვა ონლაინ ჩაატარეს.  ფრანკფურტის ერთ-ერთ ტაძარში მოძღვარმა მორწმუნეებს სთხოვა, ფოტოები გაეგზავნათ და წირვისას სკამებზე დააწყო. მსგავსად ჩატარდა წირვა იტალიის რამდენიმე ტაძარშიც.  

სამხრეთ კორეაში კი მორწმუნეებმა ქადაგება მანქანებიდან მოისმინეს. კორეის კათოლიკურმა ეკლესიამ განცხადება გაავრცელა, რომ ითვალისწინებდა ხელისუფლების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. საგანგებოდ ბზობის დღესასწაულისთვის ავტოპარკები და მინდვრები მოაწყეს, სადაც მორწმუნეებს პასტორის ქადაგების მოსმენა პირდაპირ მანქანებიდან შეეძლოთ. 


close დახურვა