logo
ENG



კალანდიას პროცესი-დაცვის მხარე 3 ახალ მტკიცებულებაზე საუბრობს

25 მაი 202008:28
3 წუთის საკითხავი
 

დღეს 14:00 საათზე მიხეილ კალანდიას საქმეზე სააპელაციო სარჩელის განხილვაა ჩანიშნული. მსჯავრდებულის ადვოკატი, ზურაბ თოდუა, პროცესზე რამდენიმე შუამდგომლობის დაყენებას აპირებს.

მისი თქმით, არსებობს 3 ახალი მტკიცებულება, რომელიც განაჩენის გამოტანის შემდეგ დაცვის მხარემ მოიპოვა. მათ შორისაა ის ვიდეო-მასალაც, რომელიც გუგა ბარბაქაძის ჩვენებისას ფარულად ჩაიწერეს.

როგორც ადვოკატი აცხადებს, ბარბაქაძის რეალური ჩვენება რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რაც ოქმში წერია. მტკიცებულებებს შორისაა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ გამოვლენილი მოსამართლე მარსაკიშვილის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარჩვევის ფაქტი და სახალხო დამცველის ვრცელი განცხადება, რომელიც მან 2 აპრილს პარლამენტში გააკეთა. 

„სააპელაციო სასამართლო დღეს ჩვენის საჩივრის განხილვას იწყებს მიხეილ კალანდიას მიმართ მიღებულ განაჩენზე. გვაქვს შუამდგომლობები. გვაქვს გასაჩივრებული სასამართლო შემდეგ მოპოვებული (მტკიცებულებები). ეს გახლავთ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ მირებული გადაწყვეტილება მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილის მიმართ დისციპლინარული სამართალწარმოების შესახებ. მეორე, გვაქვს შუამდგომლობა სახალხო დამცველის მოხსენებიდან, რომელიც 2020 წლის 2 აპრილს გააკეთა. მესამე გახლავთ მტკიცებულება, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოვიპოვეთ - საჩივვრის რეაგირების გარეშე დატოვება დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ“, - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ კალანდია თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 4 ივნისს დააკავეს. სასამართლომ დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას 15 წელი მიუსაჯა მიუხედავად ამისა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, კალანდია საპატიმროში 11 წელსა და 3 თვეს გაატარებს. 
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე, დავით სარალიძე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, დაიღუპა.

close დახურვა